ევაკუატორი – Evakuatorebi.ge
რა შემთხვევაში გვჭირდება ობობა ევაკუატორის გამოძახება?
ასეთი სიტუაცია შეიძლება იყოს evakuatorebi.ge რამდენიმე:
- უბრალოდ ტვირთია გადასატანი, რომელსაც საბურავები არ გააჩნია, შესაბამისად მისი სტანდარტული ევაკუატორის პლატფორმაზე აგორება შეუძლებელია. შესაბამისად ობობა ევაკუატორის ამწე-მანიპულატორი მოათავსებს ამ ტვირთს თავის პლატფორმაზე და წაიღებს თქვენთვის მისაღებ ადგილამდე.
- ავტომობილს ერთი ან რამდენიმე საბურავი აქვს დაზიანებული, ანუ მისი გაგორება შეუძლებალია, შესაბამისად შეუძლებელია ასევე მისი აგორება პატარა, სტანდარტული ევაკუატორის პლატფორმაზე. ასეთ დროს აუცილებალია მანიპულატორის გამოყენება, ანუ გვჭირდება ობობა ევაკუატორი.
- ავტმობილი გადავარდნილია ხევში ან სარწყავ არხში, მისი გამოძრავება შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ მისი ვერტიკალურად ამოწევა, ასეთ დროსაც საჭიროა ევაკუატორი ობობა.
- ავტო-საგზაო შემთხვევის დროს, როდესაც ავტომობილი დაზიანებულია და მისი მოძრაობა ვერ ხერხდება.
- ავტომობილი განლაგებულია ისეთ ადგილას, რომ შეუძლებელია მიუდგეს სტნადარტული ევაკუატორი იმ კუთხით, რომ მოხდეს ამ ავტომობილის აგორება ევაკუატორის პლატფორმაზე.
- ავტომობილი მექანიკური თუ ელექტრონული მიზეზით ვერ ნეიტრალდება.
რა უპირატესობები აქვს ობობა ევაკუატორის გამოძახებას?
- ჩატვირთვის პროცესი სტანდარტულ ევაკუატორთან შედარებით სწრაფია. ამწე-მანიპულატორიანი ევაკუატორის ოპერატორი უბრალოდ ამაგრებს კაუჭებს ავტომობილის 4 ბორბალზე და შემდეგ წევს ავტომობილს – ამ ყველაფერს მაქსიმუმ 5 წუთი დასჭირდეს, როცა სტანდარტული ევაკუატორის დროს ჩატვირთვის ხანგრძლივობა შეასძლოა 10-15 წუთი იყოს.
- ავტომობილის უსაფრთხოება მეტად დაცულია. მანქანის გამოძრავება ფაქტობრივად არ ხდება და თუ ისედაც დაზიანებული ავტომობილია გადასაყვანი, სტანდარტულ ევაკუატორზე აგორებისას შესაძლებელია კიდევ რამე დაზიანდეს, ობობას შემთხვევაში კი ავტომობილის არცერთი ნაწილი არ მოძრაობს.
- ობობა ევაკუატორი შესაძლებელია მიუდგეს ავტომობილს, რომელთანაც მიდგომას სტანდარტული ევაკუატორი ვერ ახერხებს.
რა პრობლემას შეიძლება წავაწყდეთ ობობა ევაკუატორის გამოძახებისას?
- ამწე-მანიპულატორიანი ევაკუატორის გამოძახება მეტად ძვირია, ვიდრე სტანდარტული ერთეულის. დაახლოებით 2-ჯერ მეტის გადახდაც შეიძლება მოგიწიოთ ობობას გამოძახებისას.
- ობობა ევაკუატორის ადგილადმე მოსვლას შესაძლოა უფრო მეტი ხანი დასჭირდეს, ვიდრე პატარა ევაკუატორს. ეს მეტწილად იმითაა განპირობებული, რომ ასეთი ტიპის ევაკუატორები უფრო ნაკლები რაოდენობით არიან წარმოდგენილნი ქართულ ბაზარზე და ასევე ჩვენს ავტო-პარკში. ამის მიზეზი ორია – მათი შეძენა სტანდარტულ ევაკუატორზე გაცილებით ძვირი ჯდება (ასევე მომსახურებაც); მათზე შედარებით ნაკლები მოთხოვნაა.
ევაკაუტორის გამოძახებისას, Evakuatorebi.ge -ს ოპერატორი ყოველთვის გადაამოწმებს, თუ რა ტიპის ტექნიკა გჭირდებათ. მარტივ კითხვებზე პასუხით ის მიხვდება თუ რომელი ტიპის ევაკუატორია გამოსაშვები თქვენთან. ჩვენთან თანამშრომლობისას არასდროს შეგექმნებათ პრობლემა, რომ სხვა ტიპის ტექნიკის გამოძახება მოხდა.
გამოიძახეთ ევაკუატორი ობობა და ის თქვენამდე მასიმალურად იაფად და სწრაფად მოვა!
რაზეა დამოკიდებული ფასი?
პირველ რიგში, გვინდა ავღნიშნოთ, რომ ნებსიმიერი ტიპის ევაკუატორის ფასი ჩვენთან საკმაოდ დაბალია და ის დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
1) რამდენად ახლოს არის თავისუფალი ევაკუატორი მომსახურების შესრულების დაწყების ადგილთან (მხოლოდ თბილისს ეხება ეს ფაქტორი).
2) რა ტიპის ავტომობილია გადასაყვანი, შესაბამისად რამხელა ევაკუატორია საჭირო.
3) რა მანძილზეა გადასაყვანი ავტომობილი, სცდება თუ არა ის თბილისის ფარგლებს.
4) არის თუ არა საჭირო ამწე-მანიპულატორის ე.წ. ობობას გამოყენება.
5) რამდენად სწრაფად არის შესასრულებელი სამუშაო.
რა ტიპის ევაკუატორები გყავთ?
ჩვენს ავტოპარკშია ნებისმიერი ტიპის ევაკუატორი, ნებისმიერი სირთულის სამუშაოსთვისა და ნებისმიერი ტიპის ტრასპორტის გადასაყვანად.
მსუბუქი, დიდი, ობობა და სპეც-ტექნიკის გადასატანად საჭირო ევაკუატორები. მზად ვართ მოგემსახუროთ ნებმისმიერ მაძილზე და რაც შეიძლება იაფად.
თუ სპეციალიზირებული შეკვეთაა შესასრულებელი და სპეციალური ტექნიკაა საჭირო, არც ეს არის პრობლემა. ჩვენ გვაქვს ფართო საპარტნიორო ქსელი და აუცილებლად მოვნახავთ სპეციალიზირებულ ტექნიკას თქვენი შეკვეთის შესასრულებლად.
იმედი გქონდეთ, რომ ნებისმიერი სირთულის შეკვეთის შესრულებას უპრობლემოდ შევძლებთ.
რამდენად სწრაფად მოხვალთ?
ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ ევაკუატორის თქვენამდე მოსვლის სისწრაფეა.
განსაკუთრებით თბილისში, ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ევაკუატორები დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში მოძრაობენ ქალაქების უბნებსა და საქალაქთაშორისო მაგისტრალებზე, ამიტომ თქვენი შეკვეთის მიღებისთანავე ჩვენ ვიპოვით თქვენს ლოკაციასთან ყველაზე ახლოს მყოფ ევაკუატორს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვიდეს.
თბილისში, დღის საათებში ევაკუატორის მოსვლის საშუალო დრო ჩვენთან 30 წუთია, ღამის საათებში, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები.
დიდი მნიშვნელობა აქვს რა ადგილას ხდება გამოძახება, საცობით ხომ არ არის ჩაკეტილი ყველანაირი მოსასვლელი გზა.
კიდევ რა სერვისები გაქვთ?
ევაკუატორის 24 საათიანი მოსახურების გარდა ჩვენ გვაქვს ავტო დახმარების სხვადასხვა სერვისი, როგორებიცაა:
– ფხიზელი მძღოლის მომსახურება
– საწვავის მიწოდება
– ავტომობილის დაქოქვა
– საბურავის შეცვლა
– ჩაკეტილი ავტომობილის გაღება და სხვა.
ყველა სერვისი 24/7-ზე რეჟიმში მუშაობს და შევასრულებთ თქვენს შეკვეთას მაქსიმალურად იაფად და სწრაფად.